Duration 39:16

ლევან ბერძენიშვილი: ღვთაებრივი დანტე ალიგიერი

Published 23 Nov 2020

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, „ღვთაებრივ კომედიაზე“. დანტეს ძალიან გაუკვირდებოდა, მისთვის რომ გვეთქვა, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი ხარო. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყველაფერი, რაც კარგად იწყებოდა და ცუდად მთავრდებოდა, ლათინურად იწერებოდა და ტრაგედიად ითვლებოდა, ხოლო ყველაფერი, რაც ცუდად იწყებოდა და კარგად მთავრდებოდა, იტალიურად იწერებოდა და კომედიად იწოდებოდა. სწორედ ასეთი „კომედია“ დაწერა დანტემ, რომელიც ჯოჯოხეთით იწყება და სამოთხით მთავრდება, ხოლო ბოკაჩომ მას „ღვთაებრივი“ უწოდა, რადგან ადამიანის ხელიდან ასეთი შედევრი ვერ გამოვიდოდა. ასე გახდა დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი. რატომ შედგება დანტესეული ჯოჯოხეთი ცხრა წრისგან, თუკი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არსებობს; რა. დააშავეს სათნო არაქრისტიანებმა და მოუნათლავმა ჩვილებმა, ჯოჯოხეთის პირველ წრეში რომ აღმოჩნდნენ; რატომაა ავხორცობა ყველაზე მსუბუქი ცოდვა, ხოლო ღალატი – ყველაზე მძიმე; საიდან დაიბადა დანტეს ფანტაზიის ის საშინელი სურათები, რომლებიც „ღვთაებრივი კომედიის“ მკითხველს თავზარს დასცემს; როგორია ცოდვის ანატომია და როგორია ცოდვის გეოგრაფია დანტეს მიხედვით; რატომ უყვარს ასე უცნაური სიყვარულით დანტეს ჯოჯოხეთის ცოდვილები; რა ცოდვებში ამხილა დანტემ საკუთარი თავი; როგორ მიიღეს პოეტებმა ალიგიერი თავის წრეში; რა კავშირია ჰომეროსის „ოდისეას“, ვერგილიუსის „ენეიდასა“ და დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ შორის; რატომ ამოძრავებს სამყაროს მარადიული სიყვარული, — ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Category

Show more

Comments - 23